Skip to content

Bonsai display in interior design

Alexandre Meskhi · 2 min

Parts of this article are not yet translated. ქართული

In a traditional Japanese house, there is a special area called tokonoma, a small alcove. The tokonoma is an integral part of a Japanese aristocratic home. This space is typically dedicated to displaying traditional artworks, calligraphy, or ikebana (flower arrangements). It has also become a tradition to display bonsai trees in the tokonoma. The tokonoma is a space that emphasizes simplicity, beauty, and balance, where the bonsai can be showcased as a living work of art. Its placement reflects the Japanese philosophy of finding beauty in nature and imperfection, allowing the bonsai to become part of the home’s serene and harmonious atmosphere.

The tokonoma

იდეალური ადგილი ბონსაის გამოსაფენად: განცალკევებული, თითქმის ცარიელი ადგილი, სადაც ბონსაის  ხელს არაფერი უშლის და საშუალებას აძლევს დამკვირვებელს კარგად შეაფასოს ბონსაის სილამაზე. ტოკონომაში ბონსაის პატარა, სპეციალურად დამზადებულ ხის სადგამზე დგამენ. სადგამები სხვადასხვა ზომის და ფორმისაა. როგორც წესი, დასადგმელ მაგიდებს ბონსაის გამოსაფენად სპეციალურად ამზადებენ მცენარის და კონტეინერის ზომების გათვალისწინებით.

Bonsai stands
Bonsai stands

რა თქმა უნდა, ჩვენს სახლებში არ არის გათვალისწინებული ტოკონომას მაგვარი ადგილი. ამიტომ, როდესაც გადავწყვეტთ ბონსაის ოთახში შემოტანას, უნდა შეარჩიოთ ისეთი ადგილი სადაც მინიატურული მცენარე კარგად გამოჩნდება, არ იქნება “დაჩრდილული” სხვა საოჯახო ნივთებით. პირველ რიგში ბონსაი ისე უნდა მოთავსდეს, რომ დამკვირვებელმა გარკვევით შეძლოს წინა, მცენარის ყველაზე ეფექტური, მხარის კარგად დათვალიერება.

თუ სპეციალური სადგამები არ გაქვთ, ბონსაი მოათავსეთ მაგიდაზე კედელთან, ან თაროზე.  კედელი სასურველია თავისუფალი იყოს: სურათები, ან რამე დეკორატიული ნივთი არ უნდა ჩანდეს ბონსაის უკან და  ნუ დადგამთ არაშესაფერის ნივთებს ბონსაის სიახლოვეს. ძალიან მნიშვნელოვანია რა სიმაღლეზე იქნება მოთავსებული მცენარე. ჩემი აზრით, ბონსაი კარგად ჩანს როდესაც იატაკიდან დაახლოებით 1-1,3 მეტრის სიმაღლეზეა დადგმული. თუ ბონსაი საკმაოდ დიდი ზომისაა, შეიძლება უფრო ნაკლებ სიმაღლეზე მოთავსდეს.

Read also