Skip to content

Trees for Bonsai. (Mulberry and Apple)

Alexandre Meskhi · 2 min

Parts of this article are not yet translated. ქართული

Mulberry (Latin: Morus)

თუთა ფოთოლმცვივანი ხეები ან იშვიათად ბუჩქებია. საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა: თეთრი თუთა (Mórus álba) და ხართუთა (Mórus nígra). ის სინათლის მოყვარული მცენარეა. გვალვაგამძლე კარგად იზრდება ნოყიერ ნიადაგში. ცოცხლობს 200-300 წელი, ახალგაზრდა ხე სწრაფად იზრდება, მერე ნელ-ნელა ზრდის ტემპი იკლებს და იშვიათად იზრდება 10-15 მ-ზე მაღალი. ფოთლები დიდი ზომისაა, ნაყოფი თეთრი ან შავი ბონსაის სტილები თუთისთვის: შაკან (斜幹) , მოიოგი (模様木). ხოკიდაჩი (箒立ち),სიოკანი (双幹), ბანკანი (蟠幹)Bonsai Styles Overview

White mulberry in all three conditions
White mulberry in all three conditions

ადგილი: თუთა სინათლის მოყვარული მცენარეა. ხე მოათავსეთ კარგად განათებულ ადგილას. აუცილებლად მოარიდეთ ზაფხულის მცხუნვარე მზეს. საკმაოდ ყინვაგამძლეა. Watering: გაზაფხულ-ზაფხულში ირწყვება რეგულარულად, მიწა კონტეინერში მუდამ ნესტიანი უნდა იყოს. ზამთარში მორწყვა იშვიათად ესაჭიროება. Fertilizer: ყოველ ორ კვირაში ერთხელ, გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე. მაისის შემდეგ სასუქი აზოტს მინიმალურ რაოდენობას უნდა შეიცავდეს. გასხვლა: ფორმირების დაწყებით სტადიაში ძლიერი ამონაყრის გასხვლა ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით, ფოთოლცვენის შემდეგ ხდება. უკვე ჩამოყალიბებული მცენარე გასხალით ვეგეტაციის პერიოდში ხდება. ფორმის შესანარჩუნებელი გასხვლა, საჭიროების მიხედვით, ზრდის მთელი სეზონის განმავლობაშია საჭირო. ახალგაზრდა მცენარე საკმაოდ სწრაფად იზრდება. კარგად იტანს ფოთლების მთლიან შეკრეჭას. გადარგვა: თუთას ფესვები საკმაოდ სწრაფად ეზრდება, ამიტომ გადარგვა არაუგვიანეს 2 წელიწადში ერთხელ სჭირდება. 10 წლამდე ასაკის მცენარეები აუცილებლად ყოველწლიურად უნდა გადაირგეს . გადარგვა ხდება გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე, ან გვიან შემოდგომით. მავთულის კარკასი: წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება. გამრავლება: კალმით, გადაწვენით. დათესვა ხდება ნაყოფის დამწიფებისთანავე, ზაფხულში. დამწიფებული ნაყოფი მთლიანად ჩადეთ მიწაში. თესლის გაღვივება რამდენიმე კვირაში იწყება. თუთა იმ მცენარეებს მიეკუთვნება რომელთა თესლი აღმოცენებას იმავე სეზონზე იწყებს. Note: In summer, make sure to protect it from the sun. Even a single delay in watering can damage the leaves.

Apple (ლათ. Malus)

It is a deciduous fruit-bearing tree or shrub. More than 10,000 varieties are known worldwide, and about 200 varieties are spread in Georgia. ბონსაის სტილები ვაშლისთვის :სიოკანი (双幹), მოიოგი (模様木) Location: ვაშლი მოათავსეთ მზიან ადგილას. საქართველოში გავრცელებული ჯიშების უმრავლესობა კარგად იტანს ყინვას. თუ მცენარე ძალიან დაბალ კონტეინერში იზრდება სასურველია -5⁰C გრადუსზე დაბალ ტემპერატურისას დაიცვათ ყინვისაგან. Watering: მსხმოიარობის პერიოდში უხვი მორწყვა ესაჭიროება. ზამთარში საჭიროების მიხედვით. მიწის მთლიანმა გამოშრობამ ფესვების დაზიანდება და ხის გახმობა შეიძლება გამოიწვიოს. Fertilizer: დაიწყეთ ადრე გაზაფხულზე, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, სანამ ყვავილობს. ყვავილობის შემდეგ სასუქის შეტანისას, საკვები ნივთიერება მთლიანად ფოთლების კვებაზე წავა, რაც ნაყოფის განვითარებას ხელს შეუშლის. ამიტომ ყვავილობის შემდეგ შეწყვიტეთ სასუქის მიცემა და გააგრძელეთ იმის შემდეგ როდესაც ნაყოფი კარგად ჩამოყალიბდება. გადარგვა: ახალგაზრდა მცენარე გადარგეთ ყოველწლიურად, ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე.  10 წელზე მეტი ხნის მცენარე ყოველ 2 წელიწადში ერთხელ  სჭირდება გადარგვა. გასხვლა: სანამ ფორმირება დაწყებით სტადიაშია, ახალი ამონაყარის გაძლიერებისთვის, ადრე გაზაფხულზეა გასხვლა საჭირო, კვირტების გაშლამდე. ან შემოდგომით, ფოთოლცვენის შემდეგ. კარგად განვითარებული მსხმოიარე ხე გასხალით გვიან გაზაფხულზე. ზაფხულში გასხვლისას, შემდეგი წლის ამონაყარი სუსტია, სამაგიეროდ მცენარეზე მეტი ყვავილი და შესაბამისად ნაყოფი გაიზრდება. ფორმის შესანარჩუნებლად უმჯობესია წელიწადში ორჯერ-სამჯერ დაამოკლოთ ახალი ამონაყარი. გამრაველბა: გადაწვენით ადრე გაზაფხულზე, კალმით კი შემოდგომაზე.

Read also