Hornbeam
The form of this bonsai mimics a tree competing for survival in nature, which had to change its growth direction multiple times to obtain light. The tree’s structure conveys the natural process of establishing a place under the sun, which is expressed in the dynamics of its form.

ჯაგრცხილა ბონსაის შესაქმნელად კარგ ხედ შეიძლება ჩაითვალოს. მისი გამძლეობის, ბუნებრივად ლამაზი ქერქის, ხშირი დატოტვისა და მცირე ზომის ფოთლების გამო . მცენარის ბოტანიკური მახასიათებლები იძლევა საშუალებას, მისგან თითქმის ნებისმიერი ზომის დახვეწილი ბონსაის შექმნას. ჯაგრცხილა კარგად იტანს ფორმირებას, გასხვლას და მავთულის დახვევას, რაც ბონსაის სპეციალისტს რთული ვარჯის შექმნის საშუალებას აძლევს.

ჯაგრცხილას წელიწადის ნებისმიერ სეზონში თავისი განსაკუთრებული სილამაზე აქვს. შემოდგომას ფოთლები მკვეთრ ყვითელ ფერს იღებენ. ფოთოლცვენის შემდეგ კი ხაზგასმით ჩანს ხის “ჩონჩხი”, ქერქის ტექსტურა და ტოტების მჭიდრო განლაგება, რაც მრავალწლიანი შრომის შედეგია.