Skip to content

Bonsai care (Caucasian Spruce)

Alexandre Meskhi · 10 min

Parts of this article are not yet translated. ქართული

Location

კავკასიური ნაძვი ოთახის მცენარე არ არის, ამიტომ წელიწადის უმეტეს დროს გარეთ უნდა იყოს. სინათლის მოყვარული მცენარეა, მაგრამ კარგად იზრდება ნახევრად ჩრდილშიც. დადგით განათებულ ადგილას, ზაფხულში მოარიდეთ შუადღის მცხუნვარე მზეს.  
From June through August, it can be kept indoorsin a well-lit spot. However, starting in September, it must be taken back outside.

Watering

ბონსაის რეგულარული და გულმოდგინე მორწყვა სჭირდება.  
ბუნებაში, მცენარის ფესვები ღრმად იზრდება მიწაში. თუ მოხდა ისე რომ წვიმა რაღაც პერიოდის განმავლობაში არ მოვიდა, ღრმად გამდგარი ფესვების დახმარებით მცენარე მაინც მოახერხებს მისთვის საჭირო წყლის და საკვები ნივთიერების მიღებას.

კონტეინერით შეზღუდულ პირობებში ბონსაის არანაირი საშუალება არ აქვს თვითონ არეგულიროს ფესვების საჭირო მიმართულებით ზრდა. კონტეინერში მიწა ძალიან ცოტაა, ამის გამო ბონსაი უფრო მეტადაა დამოკიდებული მორწყვაზე ვიდრე ბუნებაში მზარდი ხე.
Bonsai watering
Bonsai watering

It is also worth noting that during hot summer days, the movement of water and its evaporation through the leaves regulate the plant’s temperature, protecting it from overheating. As long as the soil remains moist, the plant can continue to develop normally even in very high temperatures. However, in case of water deficiency, “burn” spots may appear on the leaves and shoots, which ultimately leads to the plant’s drying out.

Watering quantity and frequency

ბონსაის მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია გარემო პირობებზე, მიწაზე კონტეინერში და თვითონ მცენარის სახეობაზე. ბონსაის მორწყვა სჭირდება არა მკაცრად განსაზღვრული პერიოდულობით, არამედ საჭიროების მიხედვით. მაგალითად, გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, მორწყვა დღეში ერთხელ შესაძლებელია საკმარისი არ აღმოჩნდეს. არსებობს კიდევ ერთი მცდარი აზრი, თითქოს მორწყვა იმ პერიოდში როდესაც მზის პირდაპირი სხივები ხვდება მცენარეს, მისთვის საზიანოა. ზაფხულში, დღის მზიან პერიოდში ხანდახან აუცილებელიც კი არის ბონსაის მორწყვა. ამიტომ ნუ შეიმუშავებთ რამე გრაფიკს, დაახლოებით ასეთს: ”ბონსაი აუცილებლად უნდა მოირწყას დღეში ერთხელ, საღამოს”.

ზოგიერთ სახეობის მცენარეს მიწა მუდმივად ნესტიანი უნდა ჰქონდეს, ზოგს კი ნაკლები სინესტე ესაჭიროება, მაგრამ მიწის აბსოლუტური გამოშრობა ერთ-ორი დღით, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მცენარის გახმობის მიზეზი ხდება. აუცილებლად შეამოწმეთ მიწის მდგომარეობა ყოველ დღე და მორწყეთ მაშინ როდესაც ამის აუცილებლობა გაჩნდება.

არსებობს რამდენიმე მარტივი ნიშანი მიწის გამოშრობის მისახვედრად: როდესაც მიწა გამოშრობას იწყებს, მისი ზედაპირი ფერს იცვლის; მშრალი მიწის ზედაპირი შედარებით მაგარია; თუ ბონსაი უკვე რამდენიმე თვე ჩარგული გაქვთ კონტეინერში, მისი ხელში აღებითაც შეიძლება განსაზღვროთ მორწყვის აუცილებლობა. საკმაოდ შესამჩნევი სხვაობაა წონაში, გამომშრალი მიწა საგრძნობლად მჩატეა. მორწყვის დაგვიანება ძნელი შესამჩნევია წიწვოვან ხეებზე. თუ ფოთოლმცვივან ხეებს რამდენიმე საათით დაგვიანებაც კი ფოთლების ჩამოშვების მიზეზი შეიძლება გახდეს, წიწვოვან ხეებზე შესაძლოა 1 კვირაც კი გავიდეს სანამ მიხვდებით რომ ხეს რეგულარულად არასაკმარისად რწყავდით. პირველი ნიშანი ახლადამოსული წიწვების დასუსტება და ჩამოშვებაა.

Use regular tap water for watering. The negative aspect of this water is its chlorine content and high levels of minerals. After regular watering with such water, the surface roots and edges of the container will be covered with white deposits. You will need to remove these deposits periodically.

Pay attention that after watering, the water should come out from the drainage holes; otherwise, only the surface may get wet, while the soil beneath remains dry. It’s common for bonsai to be potted in such a way that a large amount of water poured during watering overflows from the surface out of the container. In such cases, pour water slowly in small amounts, ensuring it doesn’t spill over the surface, and wait until the water soaks into the soil. Add more until you’re sure the soil is completely wet. The sign of well-moistened soil is water coming out of the drainage holes.

დაუშვათ მოხდა ისე რომ კონტეინერში მიწა მთლიანად გამოშრა. თუ ასეთი შემთხვევისას კარგად დააკვირდებით კონტეინერს, დაინახავთ, რომ კონტეინერსა და მიწას შორის ღია სივრცე წარმოიქმნება. თუ ასეთ მდგომარეობაში მოვრწყავთ, წყლის დიდი რაოდენობა სიცარიელის გავლით პირდაპირ გავა სადრენაჟე ხვრელიდან.

ამ შემთხვევაში უმჯობესია ჩავდოთ მცენარე კონტეინერზე დიდი ჭურჭელი, ჩავასხათ წყალი კონტეინერის კიდემდე და როდესაც მიწის ზედაპირი დასველდება, ამოვიღოთ. ზედმეტი წყალი სადრენაჟე ხვრელებიდან გამოვა. გაზაფხულზე და ზაფხულში მცენარეს უფრო მეტი წყალი ესაჭიროება, ვიდრე გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში. ზამთარში შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ თვეში ერთხელ მორწყათ მცენარე (ნუ მორწყავთ ბონსაის ყინვების პერიოდში).

ასევე მნიშვნელოვანია დღის რომელ პერიოდში უნდა მოვრწყათ ბონსაი. გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა მაღალია, სასურველია მორწყვა ისეთნაირად მოახერხოთ რომ მიწა კონტეინერში ღამის განმავლობაში ნოტიო იყოს. მორწყეთ საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ. თუ მხოლოდ დილით ან შუადღეს დაასხამთ წყალს, მიწა მალე გამოშრება და ფაქტობრივად მთელი ღამის განმავლობაში მცენარე მშრალ გრუნტში იქნება. შემოდგომით, როდესაც მზე უკვე ისეთი მცხუნვარე აღარ არის შეგიძლიათ ბონსაი დღის ნებისმიერ დღის მორწყათ, უმჯობესია დილით.

რაც შეეხება გადაჭარბებულ მორწყვას. როდესაც მიწა მუდმივად სველია ფესვების გარშემო, მცირდება ჟანგბადის რაოდენობა მიწაში. რაც შემდგომში წვრილი ფესვების გაფუჭებას იწვევს. გაფუჭებული ფესვები იწყებს ლპობას, და თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ნელ-ნელა ფესვების სისტემის დიდი ნაწილი დალპება. შედეგად, ჯერ ხე სუსტდება და თუ სიტუაცია არ გამოსწორდა იღუპება. ამიტომ, როდესაც ბონსაის კარგად მორწყავთ, აცალეთ მიწას ნელ-ნელა გამოშრეს, მხოლოდ ამის შემდეგ მორწყეთ ხელახლა.

კონტეინერში მიწის ზედმეტი დასველება შეიძლება გადაუღებელმა წვიმებმაც გამოიწვიოს. მაგრამ თუნდაც ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმები ზიანის მომტანი არ იქნება მცენარისთვის. საშიშია როდესაც, მუდმივად, მთელი სეზონის განმავლობაში მიწა კონტეინერში წყლით არის გაჟღენთილი.

Bonsai care in winter

ზამთარში ხეები სიმშვიდის მდგომარეობაში იმყოფება და გაზაფხულამდე მისი აქტიური განვითარება დროებით შეჩერებულია. სიმშვიდის პერიოდი ისევე აუცილებელია მცენარის სიცოცხლისუნარიანობისთვის როგორც აქტიური ზრდის პერიოდი. ამიტომ,ზამთარში ბონსაის სითბოში შემოტანა, მხოლოდ იმ მოტივით რომ მას “შეძლება შეცივდეს”, მცენარისთვის დამღუპველია. რა თქმა უნდა, თუ მას 1-2 დღით ოთახში შემოვიტანთ, ინტერიერის გასალამაზებლად, ეს ზიანის მომტანი არ იქნება. მაგრამ თუ მთელი ზამთარი სითბოში იქნება, ის აუცილებლად გახმება.

Juniper
Juniper in the snow

ზომიერი კლიმატის რეგიონებში, იქ სადაც ზამთარი არც ისე მკაცრია, ბონსაი არ მოითხოვს რამე განსაკუთრებულ პირობებს გამოზამთრებისათვის. მაგრამ იმ რეგიონებში სადაც ტემპერატურა ზამთარში რეგულარულად დაბალია (-5c და ქვემოთ), აუცილებელია მცენარის ყინვისგან დაცვა. განსაკუთრებით ეს ფესვებს ეხება. ბონსაის ფესვები არ არის ღრმად მიწაში ჩაფლული და ამის გამო ადვილად შეიძლება გაიყინოს. თბილისის კლიმატურ პირობებში გაყინვის საშიშროება ნაკლებია. მაგრამ თუ ძლიერი ყინვები ხანგრძლივად გაგრძელდა, მაშინ აიღეთ კონტეინერზე გაცილებით დიდი ჭურჭელი და მცენარე კონტეინერიანად ქვიშაში ან ნახერხში ჩაფალით. ასეთ პირობებში მცენარის ფესვები შედარებით დაცულია ყინვისაგან.

Protection of Bonsai in Summer

At temperatures above 30°C, if no special measures are taken to protect the bonsai, it can be damaged or even dry out. How well the plant withstands extreme heat depends on the species’ heat tolerance and the duration of the high temperature during the day.

Bonsai requires special attention during the summer

ფოთოლმცვივან ხეზე ადვილად შესამჩნევია სიცხის გავლენა.მცენარის გაგრილდება ხდება ფოთლებიდან, წყლის აორთქლების საშუალებით. მაღალი ტემპერატურის დროს მცენარე მალე კარგავს სითხეს. როდესაც ბონსაის სიცხეში არასაკმარისი რაოდენობის წყალი მიეწოდება, ფოთლის ტემპერატურამ შეიძლება კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს. ფოთლების ჭკნობა არის წყლის ნაკლებობის პირველი სიმპტომი. ძლიერი სიცხის დროს მცენარე შეიძლება დროზე ადრე გადავიდეს სიმშვიდის მდგომარეობაში (როგორც შემოდგომით). ფოთლები ფერს იცვლის და ცვივა, ჯერ ვარჯის შიდა და ქვედა ფოთლები, შემდეგ დანარჩენი. როდესაც ბონსაის მზის პირდაპირი სხივები ხვდება, კონტეინერში მიწაც საკმაოდ ხურდება. მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ფესვების დაზიანებაც გამოიწვიოს. ასეთ პირობებში მცენარე ნაკლებად მედეგი ხდება დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ. თუმცა ეს პროცესები წიწვოვან მცენარეზე რთული შესამჩნევია, რადგან მისი წიწვები ასეთ ‘სიგნალს’ არ იძლევიან. სწორედ ამიტომ წიწვონამ მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ზაფხულში.

მცენარეს შეუძლია საკმაოდ კარგად გადაიტანოს ძალიან მაღალი ტემპერატურა თუ მას ფუნქციონერებისთვის ნორმალური პირობებს შეუქმნით. არის რამდენიმე მარტივი მეთოდი ძალიან მაღალი ტემპერატურისაგან ბონსაის დასაცავად. მოარიდეთ შუადღის მზის პირდაპირ სხივებს, ან გაუკეთეთ რამე საჩრდილობელი. არ დადოთ ბონსაი ისეთ ზედაპირზე რომელიც მზისგან საკმაოდ ხურდება: ქვა, ბეტონი, ლითონი; ეცადეთ გაზარდოთ ტენიანობა ბონსაის გარშემო: შეასხურეთ წყალი უფრო ხშირად, მორწყეთ ტერიტორია მის გარშემო. მიაქციეთ ყურადღება რომ მიწა კონტეინერში მთლიანად არ გამოშრეს. მორწყვა შუადღისას კიდევ ერთი ხერხია ფესვების გაგრილებისთვის.

Fertilizer

ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, გარდა ნახშირბადის(C), წყალბადის(Н) და ჟანგბადისა(O) რომელსაც მცენარე ჰაერით და წყლით იღებს, მცენარისთვის აუცილებელია მიწიდან მიიღოს მაკრო და მიკრო ელემენტები. მაკროელემენტებია: აზოტი(N), ფოსფორი(P), კალიუმი(K), კალციუმი(Ca), მაგნიუმი(Mg). აგრეთვე საჭიროა სხვადასხვა მიკროელემენტები ძალიან მცირე დოზით: რკინა(Fe), სპილენძი(Cu), თუთია(Zn), მოლიბდენი(Mo), ბორი(B). მანგანუმი(Mn), ნატრიუმი (Na) და კიდევ სხვა ელემენტები. ყველა ამ ელემენტის მცენარის არსებობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებით მაკროელემენტებს ეხება. თითოეულ მათგანის სიჭარბე ან ნაკლებობა საგრძნობ ზეგავლენას ახდეს მცენარის განვითარებაზე, მაგალითად: აზოტი საჭიროა მცენარის ზრდის რეგულაციისათვის, ფოთლებისთვის და მსხმოიარობისათვის. აზოტის უკმარისობა მალევე შესამჩნევი ხდება ზრდის შენელებით. სიჭარბე იწვევს ახალი ყლორტების ზრდის გახანგრძლივებას. აზოტით მდიდარი სასუქის დამატება არ ხდება ვეგეტაციის პერიოდის მეორე ნახევარში. ფოსფორი. ხელს უწყობს მცენარის განვითარებას, ფესვების ზრდას. აძლიერებს მცენარის ამტანუნარიანობას გვალვასა და ყინვის მიმართ. კალიუმი უზრუნველყოფს მცენარის ამტანობას სტრესების მიმართ(ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ტენის სიჭარბე ან ნაკლებობა). კალიუმის ოპტიმალური რაოდენობა აძლიერებს კვირტების გამოზამთრების უნარს, მცენარის ამტანობას სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ.კალციუმი. აუცილებელია ნივთიერების ნორმალური ცვლისათვის მცენარეში. კონტეინერში მიწის სიმცირის გამო საკვები ნივთიერება მალე იწურება. ამიტომ ისეთი სასუქის რეგულარული დამატება, რომელიც ყველა ამ ელემენტს შეიცავს, ისევე აუცილებელია როგორც მორწყვა. დამატებითი საკვების გარეშე მცენარე სუსტად ვითარდება, ფოთლები და წიწვები უფერულდება, უფრო იოლად ზიანდება დაავადებისგან.

ბონსაისთვის შეიძლება გამოიყენოთ როგორც ორგანული ისევე მინერალური სასუქი, ოღონდ არ შეიძლება მათი ერთმანეთში არევა და ისე დამატება. არსებობს სასუქი სპეციალურად ბონსაისთვის, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ელემენტს. ასეთი სასუქი შეიძლება იყოს როგორც თხევადი ასევე მყარი, გრანულების სახით. თხევადი სასუქი გარკვეული დოზით იხსნება წყალში და მიღებული ხსნარით ჩვეულებრივად ირწყვება მცენარე. თხევად სასუქს მცენარე საკმაოდ სწრაფად ითვისებს, ამიტომ მისი დამატება წიწვოვანებზე ყოველ 3 კვირაში ერთხელ ხდება. გრანულირებული სასუქს მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს. ასეთი სასუქი ან მიწაში ერევა ან სპეციალურ პატარა ჭურჭელში ჩაყრილი ზემოდან იდება მიწაზე. ყოველი მორწყვის დროს გარკვეული რაოდენობა იხსნება წყალში და ნელ-ნელა კვებავს ბონსაის. ბონსაისთვის სპეციალური სასუქი ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ გამოიწეროთ.

თუ ვერ შეძელით ასეთი სასუქის მოძიება, შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბინირებული სასუქი, რომელიც მებაღეობის ან ყვავილების მაღაზიაში იყიდება. როგორც წესი, ასეთ სასუქი მცენარეებისთვის საჭირო ყველა ელემენტს შეიცავს. ბონსაისთვის სასურველია გამოიყენოთ ისეთი, რომელიც წყალში კარგად იხსნება. ასეთი სასუქის გამოყენება უფრო მოსახერხებელია. პაკეტებზე ყოველთვის აწერია შემადგენლობა პროცენტებში(NPK) და რა რაოდენობის წყალში უნდა გაიხსნას. სასუქის დამატებისას,დიდი სიფრთხილე გმართებთ, კარგად განსაზღვრეთ საჭირო დოზა, რადგან ზედმეტმა რაოდენობამ მცენარის გახმობა შეიძლება გამოიწვიოს. სასურველია NPK-10-10-10 და მიკროელემენტებს შეიცავდეს.

Usually, the addition of fertilizer begins early in spring, starting from March, and ends in the fall, by the end of September.

You can purchase the fertilizer “Kristaloni 20-20-20” from Samtho Kimia. Dissolve 1 teaspoon in 1.5 liters of water.

Spraying water

წყლის შესხურება აუცილებელია როგორც ფოთოლმცვივანი ასევე წიწვოვანი მცენარეებისთვის. დაიწყეთ შესხურება მაშინ როდესაც თბილი ამინდები დადგება, გაზაფხულიდან და გააგრძელეთ ფოთოლცვენის პერიოდის დაწყებამდე. ზაფხულში სასურველია შესხურება ყოველდღიურად გაკეთდეს, რასაკვირველია წვიმიან ამინდში ამის გაკეთება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. ბონსაის წყალი მორწყვის დროს შეასხურეთ.

ალექსანდრე მესხი ბონსაის მორწყვა

ზოგიერთი, წყალში ხსნადი სასუქი, ასვე განკუთვნილია ფოთლებზე შესხურებისთვის. ეს ხელს უწყობს ხასხასა, ჯანმრთელი ფოთლების განვითარებას და ფოთლები ისე იოლად აღარ ავადდება. ასევე არსებობს ფოთლების მკვებავი წყალში ხსნადი სითხეები, რომლის შესხურებაც საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა. წყალში გახსნილი სასუქით ან მკვებავით შესხურება, თუ აუცილებელია, კვირაში ერთხელ გააკეთეთ, ან იგივე პერიოდულობით, როგორითაც სასუქი შეგაქვთ მიწაში.

Disease and pests.

Like all plants, bonsai can get diseases and pests. Therefore, it is better to carry out prophylactic treatments once a month from spring to autumn. Dissolve Ridomil Gold, Strobistar, and Aktellik in water according to the required dosage and spray. Never treat bonsai in a closed space.

Read also