How to start shaping a seedling (Part II)
Parts of this article are not yet translated. ქართული
Main branches
არსებობს რამდენიმე წესი რომლის საფუძველზეც ხდება იმ ტოტების მოჭრა, რომლებიც მომავალი ბონსაის ფორმისთვის ხელისშემშლელი იქნება. სურათებზე ნაჩვენებია ტოტების სავარაუდო განლაგება და მონიშნულია ის ტოტები რომლებიც უნდა მოიჭრას:

- Only one of the branches grown from a single point should be left. The branch on the front, which is directed straight towards the observer, should be cut.

- A bent branch that crosses the trunk of the tree in the front view.

- Only one of the branches that are closely arranged on top of each other should remain.

- Branches located on opposite sides should not grow from the same level. In such cases, one of them should be pruned.

- All small branches between the primary branches should be pruned.

- When cutting thick branches, another nuance to consider is that if the tree trunk is curved, the primary branch should grow outward from the convex side of the curve.
იმისათვის რომ უკეთესად წარმოვიდგინოთ თუ როგორ უნდა შეირჩეს ტოტების განლაგება და რაოდენობა, განვიხილოთ სტილი CHOKAN. მთელი სიმაღლის ქვედა 1/3-ზე ტოტები მთლიანად მოცილებულია. საპირისპირო მხარეს განლაგებული ტოტები არ იზრდება ერთი დონიდან, ძირიდან უახლოესი ტოტი ყველა დანარჩენზე მსხვილია და გრძელი. ყოველი შემდეგი ტოტი განლაგებულია წინა ტოტის საპირისპირო მხარეს, ოდნავ მაღლა და წინამდებარე ტოტზე მოკლეა. კენწერო და ხის ძირი ერთ ვერტიკალურ ხაზზეა განლაგებული. სასურველია ბონსაის უკანა მხარეს ორი ან სამი ტოტი ჰქონდეს, რაც გარკვეულ სივრცულ ილუზიას ქმნის. ქვედა ტოტები დაბლა უნდა იყოს დახრილი, ისე როგორც ბუნებაში მდგარ ასაკოვან ხეებს აქვთ.


Secondary branches
მცენარეზე დარჩა მხოლოდ ის ძირითადი მსხვილი ტოტები რომლებიც აუცილებელია მომავალი ბონსაისთვის. ამის შემდეგ ვიწყებთ მეორე რიგის ტოტების გასხვლას. თითოეული მეორე რიგის ტოტი სასურველ ზომაზე უნდა დამოკლდეს და მიეცეს ისეთი ფორმა, რომელიც დააკმაყოფილებს ამა თუ იმ სტილს. აქაც არსებობს გარკვეული წესები, რომლების დაცვაც სასურველია ბონსაის სწორი ფორმირებისთვის. პირველ რიგში, უნდა მოიჭრას ყველა ის ტოტი რომელიც აშკარად ზემოთ ან ქვემოთ არის მიმართული.
იმ შემთხვევაში თუ მეორე რიგის ტოტები ერთმანეთშია გადახლართული, კარგად უნდა გაერკვეთ, თუ რომელი მათგანი დატოვოთ, დანარჩენი კი უნდა შეაკრიჭოთ. იმისთვის რომ ბონსაის ტანის ნაწილი კარგად გამოჩნდეს, იმ მსხვილ ტოტებზე რომლებიც ქვედა ნაწილშია განლაგებული, უნდა შეაჭრათ ყველა მეორე რიგის ტოტი რომელიც ტანთან ახლოს იზრდება.

თუ სურათს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მეორე რიგის ტოტებიც გარკვეულ პრინციპით უნდა იქნეს განლაგებული ძირითად ტოტზე. ტოტის წვეროზე მხოლოდ რამდენიმე ფოთოლი და ყლორტია. მათი რაოდენობა და სიგრძე თანაბრად იმატებს ხის ტანისაკენ. სასურველია, რომ საპირისპირო მხარეს განლაგებული ტოტების, ხის ტანიდან დაშორება მონაცვლეობითი იყოს: თუ ტანთან ყველაზე ახლო ტოტი მარცხენა მხარეს არის, შემდეგი, ოდნავ მოშორებით, მარჯვენა მხარეს უნდა იზრდებოდეს და ა.შ. თუ ძირითადი ტოტი მოხრილია, მეორე რიგის ტოტი მოხრის ადგილიდან გარეთ უნდა იზრდებოდეს.