Skip to content

How to Start Shaping a Seedling (Part III)

Alexandre Meskhi · 3 min

Parts of this article are not yet translated. ქართული

Pruning technique

ფოთოლმცვივანი ხეები მსხვილი ტოტების მოჭრა ხდება ტანთან რაც შეიძლება ახლოს, ისე რომ არ დარჩეს პატარა გამონაშვერიც კი. ამისთვის გამოიყენება სპეციალური, ტოტების მოსაჭრელი მაკრატელი. ასეთი მაკრატლის საჭრისი ისეა გაკეთებული რომ, ტოტის მოჭრის შემდეგ ტანზე არანაირი გამონაშვერი არ რჩება.ასეთი ინსტრუმენტის არქონის შემთხვევაში, ტოტი გადაჭერით ჩვეულებრივი სეკატორით და გადაჭრის ზედაპირი დაამუშავეთ ბასრი დანით. რაც უფრო გლუვია და კარგადაა დამუშავებული გადაჭრის ზედაპირი მით უფრო სწრაფად ხდება დაზიანებული ადგილის შეხორცება.. ტოტის დამოკლებისას გადაჭრა ხდება კვირტთან ან განშტოებასთან.

კვირტთან გადაჭრა კეთდება კვირტის შემდეგ, კვირტთან ძალიან ახლოს. თუ გადაჭრა ისე გაკეთდა რომ, კვირტის შემდეგ ტოტის რაღაც ნაწილი დარჩა, ეს ადგილი აუცილებლად გახმება.

Incorrect cutting and correct cutting location

ირიბი ჩაჭრა იწყება კვირტის დასაწყისის ოდნავ მაღლა, კვირტის განლაგების მოპირდაპირე მხარეს და მთავრდება კვირტის დაბოლოებასთან. თუ გადაჭრა გაკეთდა კვირტის დასაწყისზე დაბლა, ეს კვირტი აღარ განვითარდება.

1, 2, 3 Incorrect cutting near the bud; 4 Correct cutting

თუ ტოტი სისქეში სულ რამდენიმე მილიმეტრია, გადაჭერით ტოტის ზრდის მიმართულების პერპენდიკულარულად კვირტის დაბოლოებასთან

Cutting a small diameter branch

განშტოებასთან გადაჭრა . ტოტის გადაჭრისას ყურადღება უნდა გამახვილდეს გადაჭრის კუთხეზე.  გადაჭრა არ უნდა მოხდეს ძალიან დამრეცად, ისე რომ დარჩენილი ტოტის დასაწყისი დაზიანდეს. გადაჭრის შემდეგ არ უნდა დარჩეს პატარა გამონაშვერიც კი. ტოტების შეჭრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საჭრელ ინსტრუმენტებს. ინსტრუმენტები სუფთა უნდა იყოს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგად ალესილი. ბლაგვი ინსტრუმენტით გადაჭრილ ადგილზე შეხორცება ძალიან ცუდად მიმდინარეობს და ადგილი შეიძლება მცენარის დაავადების მიზეზიც კი გახდეს. როდესაც ტოტს გადაჭრით, “ჭრილობა” აუცილებლად მაშინვე უნდა დამუშავდეს საბაღე მალამოთი.   წიწვოვანი მცენარეების გასხვლა წიწვოვანი მცენარეების გასხვლას ოდნავ განსხვავებული მიდგომა ჭირდება. ფოთოლმცვივანი ხეების ფორმირებისას, სიმშვიდის პერიოდში, ყველა მსხვილი ტოტი შეიძლება სასურველ სიგრძეზე დამოკლდეს ისე, რომ მათზე არცერთი მეორე რიგის ტოტი თუ განვითარებული კვირტიც კი არ დარჩეს. გაზაფხულზე, დამატებითი, გვერდითა თუ მძინარე კვირტებიდან ახალი, მრავალრიცხოვანი ამონაყარი წარმოიქმნება. წიწვოვან მცენარეებზე ანალოგიური მეთოდით გასხვლის შემდეგ ახალი ამონაყარი არ წარმოიქმნება და მცენარე ხმება. გასათვალისწინებელია ისიც რომ, უმრავლესობა წიწვოვანი ჯიშები საკმაოდ ნელა იზრდება ფოთოლმცვივან ხეებთან შედარებით. ამ თავისებურების გამო წიწვოვან მცენარეებზე ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი სასურველ ადგილას ახალი ამონაყრის განვითარებაა. პირველადი გასხვლის დროს, შეძლებისდაგვარად ეცადეთ მცენარეზე დატოვოთ ძლიერი, კარგად განვითარებული ტოტები. თითოეული მსხვილი ტოტის მოჭრა სასურველია მოხდეს ორ ეტაპად: თავიდან ტოტი გადაჭერით ისე, რომ ტანზე 2-3 სანტიმეტრი ტოტის ნაწილი დარჩეს. მხოლოდ ერთი სეზონის გასვლის შემდეგ შეაჭერით ტოტის დარჩენილი ნაწილი. ფოთოლმცვივანი ხეებისგან განსხვავებით, ზოგიერთ წიწვოვანებზე გადაჭრის ადგილის დამუშავება საბაღე მალამოთი აუცილებელი არ არის. გადაჭრის ადგილიდან ხდება ფისის გამოდინება, რომელიც თავისთავად იცავს მცენარეს მავნებლებისგან და სოკოვანი დაავადებისაგან.

ტოტების სიგრძეში დამოკლება ხდება ან განშტოებასთან ან წიწვების ზრდის ადგილებში. იქ სადაც წიწვები ზრდას იწყებს, განლაგებულია გვერდითა კვირტები. ტოტის დაბოლოების გადაჭრის შემდეგ ეს კვირტები იწყებს განვითარებას.

Pruning time

დაწყებით სტადიაში, როდესაც ბონსაის ფორმირებას იწყებთ, მსხვილი ტოტების მოჭრა-დამოკლება, ასევე წვრილი ტოტების გასხვლა ხდება მცენარის სიმშვიდის პერიოდში, შემოდგომის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე. ამ პერიოდში ზრდის წერტილებში ენერგიის მარაგის გადაადგილება მინიმალურია და ენერგიის ძირითადი ნაწილი დაუხარჯავია. ვეგეტაციის დაწყების შემდეგ ეს მარაგი თანაბრად გადანაწილდება ზრდის ყველა დარჩენილ წერტილში. რადგან ეს წერტილები გასხვლის შემდეგ შემცირებულია მათ ზრდაზე უფრო მეტი ენერგია გადანაწილდება. შედეგად ვიღებთ მრავალრიცხოვან, ძლიერ ამონაყარს.

Development of a branch after cutting during the dormant period

გაზაფხულის ბოლოს პრაქტიკულად მთელი მარაგი გადანაწილებულია. ამიტომ ამ პერიოდში გასხვლისას ვიღებთ უფრო სუსტ ამონაყარს. ახალ ამონაყარზე კვანძებს შორის მანძილი უფრო პატარაა, რაც მინიატურული მცენარის ფორმირებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

Development of a branch cut during the vegetative period

აქედან გამომდინარე ახალგაზრდა მცენარეები რომელთა ფორმირება დაწყებით სტადიაშია, სასურველია გაისხლას გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულის ჩათვლით, სანამ კვირტები გაშლას დაიწყებს. ხოლო თუ ჩავთვლით რომ, მცენარე საკმაოდ განვითარებულია და ვარჯი აკმაყოფილებს თქვენ მოთხოვნებს, შეგიძლიათ მცენარის გასხვლა გაზაფხულის ბოლოს გააკეთოთ.

Read also