Skip to content

Bonsai roots

Alexandre Meskhi · 1 min

Parts of this article are not yet translated. ქართული

ფესვების მთავარი ფუნქცია მცენარის წყლით, საკვები ნივთიერებით მომარაგება და მიწაში გამაგრებაა. ბონსაის შემთხვევაში კი, ფესვებს, გარდა ფუნქციონალური მნიშვნელობისა, დეკორატიული დანიშნულებაც აქვს. ბონსაი გაცილებით ლამაზია, როდესაც კარგად განვითარებული მსხვილი ფესვების გარკვეული რაოდენობა მიწის ზედაპირზე ჩანს. ასეთი ბონსაი ღონიერი, მყარად მდგარი ხის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ მსხვილი ფესვები ზედაპირზე არ ჩანს, ულამაზესად ფორმირებული ვარჯის შემთხვევაშიც კი, ბონსაი ნაკლებად ეფექტურია.

Bonsai roots
white mulberry roots

სტილებში , ჩიოკანნი (直幹), მოიოგი (模様木), შაკანი (斜幹), ჰოკიდაჩი (箒立ち) იდეალურია, როდესაც ფესვები ყველა მიმართულებით თანაბრად იშლება. სტილებში კენგაი (懸崖) და ჰან-კენგაი (半懸崖) კარგად განვითარებული ფესვები შეიძლება ტანის გადახრის მოპირდაპირე მხარეს იყოს. არის შემთხვევა, როდესაც რომელიმე მხარეს ფესვები კარგად არ არის განვითარებული: ერთ მხარეს მსხვილი ფესვებია მეორე მხარეს კი მხოლოდ წვრილი. ასეთ შემთხვევაში გადარგვის დროს შეძლებისდაგვარად დაამოკლეთ მსხვილი ფესვი. ამით საშუალებას მისცემთ დანარჩენ ფესვებს კარგად განვითარდეს. ყოველი გადარგვის დროს გაიმეორეთ ეს მოქმედებადა და რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებთ კარგად დაბალანსებულ, თანაბრად განვითარებულ ფესვებს. თუ ამის გაკეთება ვერ ხერხდება, ყოველთვის ეცადეთ ზედაპირული ფესვები ყველაზე ეფექტურად ბონსაის წინა მხარეს იყოს განლაგებული. ეფექტური ზედაპირული ფესვების გამო, შესაძლოა მოგიწიოთ ბონსაის ფორმის სერიოზული კორექტირება. როგორც ტოტების შემთხვევაში ზედაპირული ფესვების განლაგებაც გარკვეული წესით უნდა მოხდეს.

  • All small roots visible on the surface should be pruned
  • No root should cross over another on the surface of the container.
  • ყველა ის ფესვი, რომელიც ძირითადი ფესვების ზემოთ იზრდება უნდა მოიჭრას.

Read also