Skip to content

The peculiarities of creating different Bonsai styles. Miniature landscape. Saikei (栽景)

Alexandre Meskhi · 3 min

Parts of this article are not yet translated. ქართული

საიკეი ეს არის ქვების, მიწის, წყლის, ბალახოვანი მცენარეების, ხავსისა და პატარა ხეების გამოყენებით მინიატურული ლანდშაფტის შექმნა. საიკეი ჰარმონიულად შეთავსებული მინიატურული ბუნების ილუზიას უნდა ქმნიდეს. ყველა კომპონენტი ისე უნდა მოთავსდეს კონტეინერში, რომ დაცული იყოს ყველა პროპორცია, ხოლო კომპოზიცია ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

   საიკეის შემთხვევაში მიწა, ქვები და მცენარეები ისეა განლაგებული, რომ ზღვის სანაპიროს, ბორცვიანი მდელოს ან მთიანი ადგილის ბუნებრივი მოდელი შექმნას. თვითონ ხეები დაახლოებით ისეთია, როგორიც კლასიკურ ბონსაის შემთხვევაში. ხეების გარდა გამოიყენება სხვადასხვა ბალახოვანი მცენარეებიც, რაც უფრო აძლიერებს ბუნებრივი ლანდშაფტის ილუზიას. საიკეი ხეების უფრო თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა, შეიძლება ხეების საკმაოდ პატარა, 2-3 წლის ნერგიც კი გამოვიყენოთ.: გასხვლა, მავთულით ფორმირება, გადარგვა, იგივეა რაც ბონსაის  შემთხვევაში.

Trees

მინიატურული ლანდშაფტისთვის შეიძლება გამოვიყენოთ პატარა ან საშუალო ზომის ხეები, როგორც ფოთოლმცვივანი ასევე წიწვოვანი. მსხმოიარე ხეები, როგორც წესი, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება. ხეების რაოდენობა მთლიანად შემსრულებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მინიატურული ტყეებისგან განსხვავებით დასაშვებია ხეების ლუწი რაოდენობა. შესაძლებელია ერთი ხისგანაც საკმაოდ ლამაზი საიკეი გაკეთდეს. შეიძლება გამოიყენოთ, როგორც ერთი ისე სხვადასხვა ჯიშის ხეები. ეცადეთ რაც შეიძლება პატარა ფოთლიანი ან წიწვებიანი ხეები შეარჩიოთ. როდესაც შერეული სახეობების ვარიანტის გაკეთებას გადაწყვეტთ, კარგად ჩამოყალიბდით, შეესაბამება თუ არა ეს მცენარეები ერთმანეთს, თუ გინდათ რომ თქვენი საიკეი ბუნებრივად გამოიყურებოდეს. გათვალისწინებული უნდა იყოს მცენარეების თავისებურებაც:

  • Different species require different types of soil, watering, and locations. Therefore, when planting together, choose trees with similar “needs”…
  • Trees are planted between or close to rocks.
  • Use trees of different sizes, plant them at different levels to create a certain spatial illusion.
  • The trees should not be arranged in a straight line, and they should not be hidden behind the stones.
  • The initial pruning and shaping should ideally be done before placing the composition.
  • The composition should be arranged in such a way that there is free space at the front of the container.
  • It is also possible to use the “deadwood” effect on trees.
  • Herbaceous plants and moss are also very important elements. Also, very often, moss of different colors and sizes is used.

Stones

   ქვების შერჩევისას აუცილებელია. რომ ყველა მათგანი ერთი გეოლოგიური ტიპის და დაახლოებით ერთი ფერის იყოს. ფორმა რაც შეიძლება მიახლოებული კლდოვან წარმონაქმნთან, უხეში და დაღარული ზედაპირით. ამ შემთხვევაშიც, რიყის ქვა ან ხელოვნურად დამუშავებული გლუვზედაპირიანი ქვა არ გამოდგება. თუ რამდენიმე ქვისგან შედგება კომპოზიცია, ქვების ზომა სხვადასხვა უნდა იყოს. ქვებს შორის ღია ადგილები არ უნდა დარჩეს, უნდა შეივსოს მიწით, დაიფაროს ხავსით და ბალახოვანი მცენარეებით. ასევე გამოიყენება წვრილი ღორღი, ბილიკების ილუზიისთვის.

Soil

მიწა ისეთივე გამოიყენება როგორც ბონსაის შემთხვევაში, შერჩეული ხის სახეობის შესაბამისი. ბონსაისგან განსხვავებით, მიწის ზედაპირის ფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ ბონსაისთვის კონტეინერში მიწის ზედაპირი მოსწორებულია, საიკეის უსწორმასწორო ზედაპირი ბუნებრივ ლანდშაფტს უნდა მოგვაგონებდეს.

A container

  საიკეი  დაბალ კონტეინერში კეთდება, ფორმა როგორც წესი მართკუთხა, ოვალური ან მრგვალია. შეიძლება უსწორმასწორო ზედაპირიანი ბრტყელი ქვის გამოყენებაც. ზომა შედარებით დიდია, სიგრძეში შესაძლოა 1 მეტრსაც კი აღემატებოდეს. ფერი: თეთრი, ნაცრისფერი, მუქი მწვანე, ყავისფერი. თუმცა შესაძლოა მკვეთრი ფერის კონტეინერების გამოყენებაც.

Twisted juniper and Saikei (栽景)

   ფოტოზე ნაჩვენები მინიატურული ლანდშაფტის შექმნისთვის, იტალიიდან ჩამოტანილი ბუნებრივი ქვები და ღვია ავარჩიე. ხესთან შედარებით, ამ შემთხვევაში, ქვების “დამორჩილება” უფრო გამიჭირდა. ისინი საკმაოდ მძიმეა და თან რთული დასამუშავებელნი აღმოჩნდნენ. იმისთვის, რომ ამ კომპოზიციას ბუნებრივი სახე მიეღო ბევრჯერ მომიწია ქვების ფორმის და განლაგების შეცვლა

Read also